რეზონანსი
10.01.2019

 (რეზონანსი) კომპოზიტორი მანანა იმედაძე, რომლის 22 წლის რძალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის-ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია,რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება,რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი,ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე,რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!!ძალიან გთხოვთ,რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან,რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!- წერს მანანა იმედაძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ გოგონას შემთხვევაში, H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×