რეზონანსი
10.01.2019

 (რეზონანსი) „ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე დატრიალებულ ტრაგედიას ასე ეხმაურება:

„ჭავჭავაძის გამზირზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს. გადარჩენილებს, ვუსურვებ ჯანმრთელობას!!! ხოლო სასწრაფოს მძღოლს ვუსურვებ სულიერ მხნეობას და ღირსეულად წარსდგენას მართმსაჯულების წინაშე. ცხადია, რომ ის ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ამჟამად. დასასჯელი თუ ვინმეა, მარტო ის საცოდავი მძღოლი არა, რომელმაც სხვებიც დაღუპა და საკუთარი თავიც. ადამიანს გადაღლილობისგან საჭესთან ჩაეძინა ეს იმიტომ, რომ სასწრაფო ეკიპაჟების მკვეთრი ნაკლებობაა ქვეყანაში. ამ დროს ჯიპებით დადის ხალხი, ვინც წესით, ვირზე უკუღმა უნდა შემოსვა და ისე ატარო სირცხვილის დერეფნებში" - წერს მორგოშია.

 გუშინ გამთენიისას სასწრაფო დახმარების ავტომობილი ვაკეში ჯიხურს შეეჯახა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლს ბრალს დღეს წაუყენებენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უბედური შემთხვევი დროს მძღოლმაც მიიღო დაზიანებები და ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მას მრავლობითი დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×