რეზონანსი
10.01.2019

 საქართველოში მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველებმა, შესაძლოა, განბაჟებისას 60%-იანი შეღავათით ვეღარ ისარგებლონ. ცვლილებებს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი თებერვალში დაიწყებს. კანონპროექტის თანახმად, განბაჟებას დაექვემდებარება მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებიც, რომლებიც დღეისათვის აქციზის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულები არიან.

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის დაწესებული შეღავათების 60-დან 20%-მდე შემცირებას მიესალმება "კავკასუს ავტო იმპორტის" გენერალური დირექტორი. როგორც გიორგი სურგულაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, ცვლილება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის კლებას გამოწვევს, რაც ბოლო პერიოდში მკვეთრად არის მომატებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×