რეზონანსი
10.01.2019

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას 79 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ხანში შესული მამაკაცი ადგილობრივია და ქვეითად მიმავალს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. მამკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი არ მიმალულა. როგორც შსს-ში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მე -5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×