რეზონანსი
10.01.2019

 აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ აგროვებენ მკვდარ ღორებს და ორმოში წვავენ. ვიდეოს გადაღების ადგილად საქართველო სახელდება. ჟურნალისტები წერენ, რომ ამ მეთოდით "ღორის გრიპის" გავრცელებას ებრძვიან. სინამდვილეში, ვიდეო ჩინეთშია გადაღებული და ერთ-ერთ მოქალაქეს 2018 წლის 26 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, სადაც კარგად ჩანს, რომ ჩინეთში ღორებს ერთ დიდ ორმოში აგროვებენ და ცეცხლს უკიდებენ. ასე, ღორის აფრიკულ ჭირს სპობენ.

2018 წლის ნოემბრიდან ჩინეთში 34000 ღორი ჰყავთ განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ ასე ებრძოდნენ ჩინეთში ღორებში გავრცელებულ " აფრიკულ ჭირს" ამ დღეებში აზერბაიჯანულ მედიაში ამ ვიდეოს ავრცელებენ და საქართველოს იმ მიზეზით უთითებენ, რომ „ღორის გრიპის“ ეპიდემია მძვინვარებს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ღორის გრიპის H1N1 მუტირებული ვირუსი, რომელიც მხოლოდ ღორებში იყო გავრცელებული 2009 წელს არის იდენტიფიცირებულია. თუმცა დღეს მისი გავრცელება ცხოველებიდან არ ხდება. და მსგავსი ბრძოლა ვირუსთან საქართველოში ნამდვილად არ მომხდარა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×