რეზონანსი
10.01.2019

 ფოთის მერიამ 2019 წლისთვის 120 კუბოს შეიძენს, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამიტომ მერიამ  კუბოების შეძენაზე განმარტება გააკეთა:

"გვინდა გამოვეხმაუროთ,  ფოთის მერიის მიერ კუბოების შეძენასთან დაკავშირებით, საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

2 ათეული წელია ქალაქ ფოთის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას „სარიტუალო მომსახურება“, რომლითაც ყოველწლიურად 100-ზე მეტი სოციალურად შეჭირვებულის, ომის ვეტერანის  თუ მათთან გათანაბრებული პირებისა და უპატრონო მიცვალებულისთვის სარიტუალო სასახლის შეძენა ხდება. 

გარდა ამისა, ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს პროგრამა, რომლითაც მერია ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში,  ოჯახს 300 ლარით ეხმარება.

ელექტრონული  ტენდერით ვლინდება კომპანია, რომელიც სარიტუალო სასახლეებს, წლის განმავლობაში, მოთხოვნის შესაბამისად ამზადებს.  რაოდენობა, სტატისტიკის შესაბამისად დგინდება", - აცხადებენ მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×