რეზონანსი
10.01.2019

 წუხელ გარდაცვლილი 22 წლის გოგონა ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც გუშინ რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, გრიპის შემდგომი ენცეფალიტის დიაგნოზით შეიყვანეს. სალომე ქემაშვილი კლინიკაში გასულ კვირას, ბორჯომიდან გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ახალგაზრდა გოგონა უკვე მართვით სუნთქვაზე იყო.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სალომე ქემაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სავარაუდოა, რომ ის ღორის გრიპს უკავშირდება. გოგონა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობდა. სალომე ქემაშვილს ერთი წლინახევრის შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×