რეზონანსი
09.01.2019

 ცხოველის სასტიკი წამების მორიგი ფაქტი თბილისში - ბელიაშვილის ქუჩაზე გამვლელებმა ბუნკერთან ტომარაში ჩაგდებული ძაღლი შენიშნეს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მოგვიანებით, ის კლინიკაში მიიყვანეს. გაირკვა, რომ ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი, ვეტექიმის მცდელობის მიუხედავად, ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვის ეკუთვნოდა ძაღლი ამ დრომდე დაუდგენელია, ფაქტის თვითმხილველები ჯერ არსად გამოჩენილან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო თუმცა რა შედეგით დასრულდება ცხოველის სასტიკი წამებით მოკვლის ფაქტი უცნობია. ბიოლოგიური მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×