რეზონანსი
09.01.2019

 ზუგდიდის ,,მაკდონალდსიდან" თოვლის ბაბუის მოიპრვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

იგი 1985 წელს დაბადებული ბესიკ ხარძიანია.  ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

შემთხვევა წუხელ სწრაფი კვების ობიექტთან მოხდა. „მაკდონალდსის“ წინ ნაძვის ხესთან დამონტაჟებული თოვლის ბაბუას ღირებულება დაახლოებით 300 ლარს შეადგენს. "პრაიმტაიმის" ცნობით, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყოლია, თუმცა ქურდობაში ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×