რეზონანსი
09.01.2019

 თელეთში მომხდარი ინციდენტის გარშემო, რა დროსაც, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, შვილმა დედა დანით დაჭრა, დამატებითი დეტალები ვრცელდება. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დამნაშავე სამართადამცველებმა დააკავეს.

როგორც ირკვევა, დაჭრილ ქალს ორწლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა მაზლის შვილიშვილის ცემის გამო. მაზლის ოჯახთან მას ქონებრივი დავა ჰქონდა.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენისას შვილი დედას ზურგიდან მიეპარა და დაჭრის შემდეგ, გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×