რეზონანსი
09.01.2019

ექიმის ცემაში ბრალდებულ, მსახიობ რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. მსახიობი ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, სანამ ის გირაოს არ გადაიხდის. 

ინციდენტი წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნასიძე სამარტალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ პაციენტი ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან მსახიობის ოჯახის წევრები. ნასარიძის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი არა ნარკოტიკს, არამედ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა. ის პროვოცირებაში ექიმებს ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×