რეზონანსი
09.01.2019

 ჭავჭავაძეზე, სასწრაფო სამედიცინო მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ მუშას ექიმებმა ფეხი შეუნარჩუნეს და ამპუტაცია საჭირო აღარ გახდა. 

“პატიენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ფეხის გადარჩენა მოხერხდა და ამპუტაცია საჭირო აღარ გახდა. ჯერჯერობით დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – განუცხადეს “მარშალპრესს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ამ დილით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანა, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ახორციელებდა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის შესასვლელს შეეჯახა. აღნიშნული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×