რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) სასამართლომ აღიარა, რომ თეონა ხინჩაგაშვილი ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილია. თეონა ხინჩაგაშვილი საკუთარ გვარს და შვილად აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვდა. მისივე თქმით, ჯერ კიდევ დედამისი ცდილობდა 30 წლის წინაც, რომ მამას იგი შვილად ეღიარებინა.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

„4 წელია უკვე სიმართლეს ვეძებ და ჯამში კიდევ30 წელიწადზე მეტი დედაჩემი და დღეს ოფიციალურად მომცეს, ჩემი კანონიერი, რომელიც მეკუთვნის ეგ გვარი. მეშინოდა, რომ ზეგავლენას მოახდენდნენ ბიძაჩემი და მამაჩემი.მადლობა მოსამართლეს, რომ ზეგავლენა არ მოახდინეს მამაჩემის და ბიძაჩემის გავლენამ. რა ვქნა, უკანონო ვარ მაგრამ ხომ ვარ. ამას უკვე არავინ და აღარაფერი არ შეცვლის,"-განაცხადა თეონა ხინჩაგაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×