რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელიც დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტის ჯიხურში შევარდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა,რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა.

მას შემდეგ, რაც მძღოლს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ.

როგორც დაშავებულის მკურნალი ექიმი ამბობს, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს დილით მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა მშენებარე კორპუსის ჯიხურში შევარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×