რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) „თიბისი ბანკის" საქმეს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება:

„რასაც ახლა ივანიშვილი შვრება, ხაზარაძის და სხვა ფიგურანტების პროფესიული მკვლელობა ჰქვია. რა ინფორმაციასაც შეგნებულად გააჟონინა სუს-ის სააგენტოების მეშვეობით და პროკურატურის პრაქტიკულად დამადასტურებელი განცხადებებით, სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ უმძიმესად დაზიანდეს ამ საქმის ყველა ფიგურანტი. ბანკირისთვის საკუთარი ბანკის გაქურდვის და ფულის გათეთრების დაბრალებას მკვლელობის დაბრალება ჯობია. პირდაპირ ანადგურებს ამ ხალხს რეპუტაციულად და პროფესიულად. რატომ, მოგვიანებით დავწერ."- წერს გვარამია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×