რეზონანსი
09.01.2019

 თბილისში, ვეძისის დასახლებაში,  წუხელ 15  ავტომობილი  გაძარცვეს და დააზიანეს. მანქანების ნაწილს საქარე მინები აქვს ჩამსხვრეული, ნაწილი კი - სრულად გაძარცულია. როგორც "2020NEWS"-მა გაარკვია, აღნიშნულ ფაქტზე ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია.

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. 

საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლებით, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის განძრახ დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×