რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) "ტამიფლუ" რომელიც გრიპის ვირუსის დროს გამოყენება ეიგ შემთხვევაში უსაფრთხო არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა მოსახლეობას აფრთხილებს:

„ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომების დროს ნუ მიიღებთ „ტამიფლუს". ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. ანტივირუსულ პრეპარატს გააჩნია, ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი კუჭის არეში, სისუსტე. ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს კონვულსია და ცხელების მსგავსი ნეიროფსიქიატრიული მოვლენები.

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის. ანოტაციაში მითითებულია, რომ „ტამიფლუ" ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. რეკომენდაცია იგივეა მეძუძური დედებისთვისაც. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება 1 წლამდე ბავშვებში. ასევე აკრძალულია „ტამიფლუს" მიღება მძღოლებისთვის".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×