რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება - ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს" ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.

ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გადადება გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.

ამასთან, არდადეგები გახანგრძლივდა საჯარო სკოლებშიც. „მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×