რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი)შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიაში მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დააკავა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მუშებს დაეჯახა. გარდაიცვალა ერთი ხოლო, დაშავდა 12 ადამიანი.

ერთ-ერთი დაშავებულ მუშას, რომელიც რეგიონალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ასევე ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან ელენთა ჰქონდა დაზიანებული.

შემთხვევის დროს დაშავებული სხვა პირები ღუდუშაურის, ქირურგიის ეროვნული ცენტრში და ჰელსი ჯორჯიაში არიან მოთავსებული.

თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების მძღოლს ჩაეძინა, რომელსაც პაციენტი გადაყავდა.

უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულია 9 მუშა, ხოლო დანარჩენი დაშავებულები სამედიცინო პერსონალია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×