რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ვაკეში -გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 12 ადამიანი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარი მუშებს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების მძღოლს ჩაეძინა, რომელსაც პაციენტი გადაყავდა.

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე გამოძიება 276 მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×