რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ისინი ვინც თავს შეუძლოდ გრძნობენ სადღესასწაულო პერიოდში სჯობს, სახლში დარჩნენ და მოერიდონ ახლობელ ადამიანებთან ხშირ კონტაქტს. მისივე განმარტებით, გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიპმტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა გრიპი უფრო რთული დაავადებაა. ამასთან, როგორც მარიან ივანუშმა აღნიშნა, საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრა "ტამიფლუ" - მნიშვნელობის შესახებ და მოქალაქეები მკაცრად გააფრთხილა:

"საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. გავრცელებულ ვირუსს პანდემიის სახე არ აქვს. რეკომენდაციის სახით მოსახლეობას მივმართავთ: - ხშირად გავანიავოთ ოთახი, ხშირად დავიბანოთ ხელები და ვეცადოთ არ მივიღოთ ბევრი სტუმარი.

პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება "ტამიფლუ", ზოგ ქვეყანაში ექიმი არ ნიშნავს მას თუ განსაკუთრებული მდგომარება არაა. "ტამიფლუ" არის ანტივირუსული პრეპარატი, მუშაობს ვირუსის წინააღმდეგ, მკაცრად ვაფრთხილებ მოქალაქეებს, "ტამიფლუ" არ არის კანფეტი, ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდირებული", - განაცხადა მარიან ივანუშამ.

 

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×