რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, აცრების გაკეთება დღესაც შესაძლებელია, თუმცა ვინც დღეს აიცრება, ორი კვირა იმუნიტეტი არ ექნება.

„დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს.

სხვა აცრებისგან განსხვავებით, გრიპის აცრა დაავადებისგან აბსოლუტურად არ იცავს, აცრილების დაახლოებით 30 პროცენტი შესაძლოა, გახდეს ავად, მაგრამ აცრა მძიმე გართულებებისგან იცავს", - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, აცრები სახელმწიფოს მიერ რისკჯგუფებისთვის დაგეგმილი კამპანია იყო და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. აიცრა 41 000-ზე მეტი ადამიანი. ასევე, კერძო სექტორში აიცრა 15 000-ზე მეტი მოქალაქე.

 

 

2020news.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×