რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დღეს დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით მას ფეხზე უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. იგი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული და მას ამ წუთებშიც ელენთაზე ოპერაცია უტარდება.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ მეორე პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მამაკაცებს დაეჯახა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×