რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) სამშენებლო კომპანიის A&A Construction-ის წარმომადგენლის განცხადებით, სადაც ის მშენებლები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც დილას, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარიისას დაშავდნენ, ამბობს, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებმა 10-მდე დაშავებული ლეჩკომბინატში, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის კლინიკაში, ღუდუშაურში და მეცხრე საავადმყოფოში გადაანაწილეს.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

როგორც „პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×