რეზონანსი
09.01.2019

 ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევისას, დაშავებული 12 ადამიანი სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს. ქავთარაძის ქუჩაზე, კლინიკა „ევექსში“ ოთხი დაშავებულია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.

ორი დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, რომელიც ავარიის დროს სასწრაფოს მანქანაში იყო მოთავსებული, ხიჩინაშვილი კლინიკაში მკურნალობს.

"კურიერის" ცნობით, შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ბავშვი გადაჰყავდა, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის ჯიხურს იმ დროს შეეჯახა, როდესაც შენობაში მშენებლობაზე დასაქმებულები იკრიბებოდნენ.

შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×