რეზონანსი
09.01.2019

 სოციალური ქსელის მომხმარებელი თაკო ლანჩავა ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც პურში ფაროსანაა. ლანჩავა წერს, რომ პური ამგვარ მდგომარეობაში ქუთაისში, რესტორან "გრანდ პალასში" აღმოაჩინა.

თავად რესტორანში კი აცხადებენ, რომ პურს ადგილზე არ აცხობენ და სხვა ობიექტიდან მოაქვთ.

"ჩვენთან მსგავსი რამ არ ხდება. ან თუ მომხმარებელმა ნამდვილად იპოვა ფაროსანა, მენეჯერისთვის უნდა დაეძახა ადგილზე და ის გაარკვევდა მომხდარს. ახლა ჩვენ როგორ დავამტკიცოთ, რომ პურში ნამდვილად იყო ფაროსანა?", - აცხადებენ რესტორანში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×