რეზონანსი
08.01.2019

 თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი პოლიციელი პატრულ-ინსპექტორი ზაზა კახნიაშვილია. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში ქუჩიდან მიიყვანა.

საგამოძიებო უწყებაში არ კონკრეტდება, რა ვითარებაში დაჭრეს პოლიციელი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემთხვევა 7 იანვარს მოხდა. პატრულ-ინსპექტორი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×