რეზონანსი
08.01.2019

8 წლის ნანიკო ბერიანიძის სასტიკი მკვლელობიდან ტრაგიკული შემთხვევიდან სამი თვე გავიდა, თუმცა გამოძიება კვლავ იმაზე მუშაობს თუ რა ვითარებაში მოხდა მცირეწლოვანის მკვლელობა. როგორც ოჯახისთვის ცნობილი გახდა, გამოძიების პირველი ეტაპი დასრულდა თუმცა, ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

გარდა ამისა, "ნიუპოსტის" ცნობით, გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოკვეთაზეც მუშაობს. ამის გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, როდესაც ბრალდებულის ანაბეჭდები საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე არ აღმოჩნდა.

8 წლის გოგონას ცხედარი 25 ოქტომბერს იპოვეს. მომხდარში ბრალდებული 34 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×