რეზონანსი
08.01.2019

გორში 9 თვის გოგონა ბებიამ გარდაცვლილი იპოვა. ახლობლების თქმით, ბავშვის დაღუპვა სავარაუდოდ, გრიპის ვირუსს უკავშირდება და გოგონას გარდაცვალების დროს დედაც ვირუსის გამო, კლინიკა "გორმედიში" ინფექციურ განყოფილებაში იმყოფებოდა. მათივე თქმით, გოგონამ ცოტახნის წინ, "წითელა" გადაიტანა და საავადმყოფოდან 30 დეკემბერს გაწერეს.

"დედა მსუბუქი ფორმებით ინფექციურ განყოფილებაში იწვა, როცა დაურეკეს, რომ გოგონა ცუდად იყო და კლინიკა დატოვა" - აღნიშნეს კლინიკაში.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გორში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×