რეზონანსი
08.01.2019

8 ინავრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, რომლის შიდა სივრცეშიც ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. უკვე ძალაში შევიდა კანონის ის მუხლიც, რომელიც საავადმყოფოებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს. აქამდე დაწესებულება ჯარიმდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ საფერფლეში ფერფლი ან სიგარეტის ნამწვი აღმოჩნდებოდა.

"სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×