რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე „ორი ნაბიჯის" მაღაზიის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დაიჭირეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები 1979 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1978 წელს დაბადებული ზ.ი. მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით მოლარეს სხეულზე დაზიანება მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×