რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) გორში, სამედიცინო ქსელ „გორმედის" ცენტრალურ კლინიკაში, დღეს დილით 22 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი სტაციონარში პარასკევს მოათავსეს ვირუსული ინფექციით.

„გორმედის" კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო.

მისივე თქმით, სტაციონარში ვირუსული ინფექციით შესული პაციენტის გარდაცვალების ეს მეორე შემთხვევაა.

,,ორივე პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. პირველ შემთხვევაში იყო გულის მანკი და დაგვიანებული მომართვიანობა, რის გამოც პაციენტის შემოსვლიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა სიკვდილი. ამ შემთხვევაში ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ეს იყო H1N1. დღევანდელ შემთხვევაში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პაციენტს რამდენჯერმე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული თავის ტვინის სიმსივნეზე", - განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×