რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, კარანტინი გამოცხადდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

„კარანტის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის და ვერ ვერტყვით, რომ ეს იყო H1N1 ვირუსი. იგი მწვავე პნევმონიით დაიღუპა. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

სამედიცინო დაწესებულებებს გრიპის ვირუსის სიპტომებით 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზირებული, ხოლო მწვავე, გართულებული ფორმით იყო 4 შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება. მინდა მოსახლება დავამშვოდო, სიტუაცია არაა საგანგაშო,"- აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.

ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×