რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) სკოლებში, ბაღებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შესაძლოა გადაიდოს. ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიიღებს.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესის მიმდინარეობას. არ გამოვრიცხავთ, რომ სასწავლო პროცესის გადადება დღის წესრიგში დადგეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების სამინისტროსთან ერთად მივიღებთ, მას შემდეგ რაც დავაკვირდებით გრიპის ვირუსით მიმართვიანობის ტენდენციას მიმდინარე კვირაში", - განაცხადა "პრაიმტაიმთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×