(რეზონანსი) მსახიობ რეზო ნასიძეს, ექიმის ცემის გამო ბრალს დღეს წაუყენებენ. ის განჩინების საფუძველზე მას შემდეგ დააკავეს, რაც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში ერთ-ერთ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.
მედპერსონალის განმარტებით, პაციენტი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა და ექიმსაც თავს ამის გამო დაესხა.
ნასიძის დედა თამარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ მის შვილს ვირუსი ჰქონდა და ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს, მორფინს ითხოვდა, რადგან სხვა წამლებმა ტკივილი არ გაუყუჩეს.
მსახიობის დედა ასევე აცხადებს, რომ მისი შვილი ექიმის უყურადღებობამ გააღიზიანა.
„ეს არის მორფიუმი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მე გამიკეთეს რამდენჯერმე, როცა დამჭირდა. იმ დროს როცა პაციენტი შემოდის ასეთი ძლიერი ტკივილით სხვა რაღაცეები როცა უკვე გაკეთებული აქვს და არ შველის შეიძლება გაუკეთო.
რეზიმ მოითხოვა, რომ გამიკეთეთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ან მორფი გამიკეთეთ, ოღონდ გააზავეთ იმიტომ რომ გულისრევას იწვევსო ან რაღაც ძლიერიო, რამე მიშველეთ ძალიან ცუდად ვარო. რამოდენიმე დღე ვებრძოდით ამ საშინელ ვირუსს", - ამბობს რეზო ნასიძის "რუსთავი 2"- თან.