რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში" მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური შეხვედრაა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადებში აუცილებელია.

„შეხვედრის ფარგლებში, უწყებები დაგეგმილ აქტივობებს შეაჯერებენ. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, მმართველობის ეფექტიანობის და ოპერატიულობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ პარტიაში.

სხდომას არ ესწრებიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×