რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის.

ხორგუანის თქმით, მან გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, 28 ოქტომბერს მიიღო.

„28 ოქტომბერს აღმოვაჩინე რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელთაც უნდა შეეცვალათ ვითარება ამ ქვეყანაში, ვერ გაართვეს თავი ისე, როგორც ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა ძალიან დამთრგუნველია". - განაცხადა ხორგუანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×