რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) ვშიშობ, თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, - ამის შესახებ განცხადებას თეოლოგი გოჩა ბარნოვი აკეთებს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას უკრაინასთან მიმართებით მხარდაჭერა უნდა გამოეხატათ და ავტოკეფალიის მინიჭება მიელოცათ, თუმცა სამარცხვინო პოზიციას იკავებენ.

"საქართველოს ეკლესიას მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება დღეს თუ არა, ხვალ, უბრალოდ, რაც უფრო მალე მოხდება, ეს უკეთესია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიელოცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მსგავსად, საქართველოს პარლამენტს მისალოცი უნდა გაეგზავნა უკრაინის ეკლესიის მეთაურისთვის.

საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს. მე იმასაც ვშიშობ, თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს, ასე რომ გასაკვირი ნამდვილად არაფერია," - განაცხადა გოჩა ბარნოვმა „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×