რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 2019 წელს მოსალოდნელია მატერიალური და ფინანსური უერთიერთობების ტრანსფორმაცია.

"ზოგადად, წლის დასაწყისში - იანვარი, თებერვალი, მარტი - დედამიწა აღმოჩნდება დაძაბული ენერგოველის პირობებში. 7-29 იანვრის შუალედში კოსმოპლანეტური ნეგატიური ენერგიები ხელს შეუწყობს დაძაბული სიტუაციების წარმოქმნას, ჯანმრთელობის გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების სიკვდილიანობას.

ამ პერიოდში, მაღალია ტექნოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა, ტრავმებისა და ავარიების მომატება, კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდა და გაუარესება. ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პერიოდია 8-11 და 14-25 იანვარი, შემდგომ, 20 თებერვლიდან დაიწყება შედარებით ჰარმონიული პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კავშირების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება.

25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი მეტად დაძაბული დროა - მოიმატებს კატასტროფების, ტექნიკური ავარიების შემთხვევები. არასტაბილური იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი და ამ სფეროებშიც კონფლიქტური სიტუაციები იმატებს.

მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, საკონფლიქტო სიტუაციების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. 18 ივლისის შემდგომ კი, სიტუაცია ოდნავ შემსუბუქდება და აგვისტოს თვე, პრობლემების გარეშე ჩაივლის" - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×