რეზონანსი
08.01.2019

 (რეზონანსი) რუსთავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერში 21 წლის ბიჭი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანა ბარძაყის არეში დაარტყა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

შინაგას საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×