რეზონანსი
08.01.2019

 გიორგი უშიკიშვილის ავადმყოფობის გამო "მხოლოდ ქართული" კიდევ ერთხელ მის გარეშე გავიდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად "რეიტინგი" მუსიკოსს დაუკავშირდა:

ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ხერხემალზე ვმკურნალობ. მცხეთაში, გერმანელებთან გავდივარ რეაბილიტაციის კურსს და ვერ ვახერხებ ჟიურიში ყოფნას. ნერვი მაქვს მოყოლილი მალებს შორის.

ნოემბრიდან ვმკურნალობ, მაგრამ გართულდა მდგომარეობა. 20 წუთზე მეტხანს ერთ პოზაში ყოფნა არ შემიძლია, საშინელი ტკივილები მეწყება. ამიტომ გარეთ არ გავდივარ, ხან ვწევარ, ხან სკამზე ვზივარ და ვმკურნალობ.

სხვადასხვა ადამიანი იქნება ჟიურიში და შესაძლოა, რაღაც მომენტში მეც დავბრუნდე", - აღნიშნა უშიკიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×