რეზონანსი
08.01.2019

 თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ყაჩაღობის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულ ახალგაზრდას თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად, ტვინის შერყევა აღენიშნება.

ყაჩაღობის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ პირს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, მაღაზია „ორ ნაბიჯში“ ყაჩაღობა ცოტა ხნის წინ მოხდა. ყაჩაღების დროს მაღაზიის ორი თანამშრომელი დაშავდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×