რეზონანსი
07.01.2019

 (რეზონანსი) შობის ღამეს ხონის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხე დაიწვა. ნაძვის ხეს ცეცხლი დაახლოებით ღამის სამ საათზე გაუჩნდა და სრულად განადგურდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხონის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე ახალ ნაძვის ხეს დადგამენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე გამოიძახეს სახანძრო ბრიგადაც. ხონის მერის ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობა გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×