რეზონანსი
07.01.2019

 ახალციხეში არასრულწლოვნებს თავს დაესხნენ. იციდენტი ჯერ ქეთევან წამებულის, შემდეგ კი დიდიმამიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი წლის ღამეს ერთ-ერთი თანაკლასელის სახლში აღნიშნავდნენ, როდესაც 16 წლის მოზარდებმა კლასელის სახლი დატოვეს და ქუჩაში გამოვიდნენ, მათ თავს ოცდაათამდე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აკაცი დაესხა. ზრდასრულმა მამაკაცებმა ბავშვებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მასპინძელს ორივე ხელი მოტეხეს, ხოლო გაქცეულ მოსწავლეებს დაედევნენ და მათ მოპირდაპირე დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები სამმა მოსწავლემ მიიღო.

ბიჭი, რომელსაც ორივე ხელი აქვს მოტეხილი, ამ დრომდე მკურნალობს, ერთი დაშავებული, რომელსაც ყბის ძვალი აქვს მოტეხილი საავადმყოფოში რჩება, ერთი მოსწავლე კი საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს.

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულმა სამმართველომ სსკ–ის 126–ე მუხლის ბ და გ პუნქტებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×