რეზონანსი
07.01.2019

 შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით 25 წლის მსახიობი, რევაზ ნასიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მას ბრალად ედება ძალადობა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ თბილისში, წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოხდა, როდესაც ბრალდებულმა საავადმყოფოს ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

არსებობს ორი ვერსია, კლინიკის მედპერსონალი ამბობს, რომ დაკავებული ნასიძე ნარკოტიკს ითხოვდა და უარის შემდეგ მან ექიმი სცემა, ოჯახის განცხადებით კი მას თავის ძლიერი ტკივილი ჰქონდა და მოითხოვა გამაყუჩებელი, რომელიც არ მისცეს და დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ვინაიდან ბრალდებული კლინიკაში იმყოფება და მკურნალობს,  მას ბადრაგი იცავს და გამოჯანმრთელების შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა იზოლატორში. მსახიობი რევაზ ნასიძე ფარტო აუდიტორიამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო.

multimedia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×