რეზონანსი
07.01.2019

 პარლამენტის თავმჯდმარე არ გამორიცხავს, რომ ეკა ბესელია გუნდიდან იქნეს გარიცხული:

„ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან, ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას.

არსებობს თეორიული რისკი, რომ მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ბესელია რიგით წევრად რჩება. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×