რეზონანსი
07.01.2019

 თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მას H1N1 შტამის ვირუსი.

ოთარ ჩილაშვილი ოჯახის წევრებმა რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს ჩამოიყვანეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, პაციენტს "ტამიფლუ" დროულად არ მისცეს და შესაბამისად დაავადების პროგრესი მალე მოხდა.

ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეათე შემთხვევაა, როცა პაციენტი სავარაუდოდ, ღორის გრიპით გარდაიცვალა. აქედან H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვალების რვა შემთხვევა  ლაბორატორიულად დადგენილია.

(cyc.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×