რეზონანსი
06.01.2019

 რუსეთში, ჩუვაშეთში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე სასწრაფო დახმარების მძღოლი მოკლა.

გამოძიების თანახმად. მის ცოლს, სავარაუდოდ, სასწრაფო დახმარების ერთ-ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანი. ეჭვიანმა ქმარმა, ცოლთან გამართული ჩხუბის შემდეგ, აიღო სანადირო თოფი და სასწრაფო დახმარების პუნქტისკენ გაემართა, კარებზე დააკაკუნა და ჩაუსაფრდა.

როდესაც კარები გაიღო, ქმარმა მამაკაცის სილუეტი დაინახა და რამდენჯერმე გაისროლა. თუმცა ეს ის პირი არ აღმოჩნდა ვიზედაც მკვლელი ეჭვიანობდა - კარები არა სასწრაფოს ექიმმა, არამედ მძღოლმა გააღო, რომელიც მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×