რეზონანსი
06.01.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარია, გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს მას გარდაცვლილი ცნობილი საოპერო მომღერალი, ზურაბ ანჯაფარიძე ცოცხალი ეგონა და შეხვედრაზე დაიბარა, პროვოკაციას უწოდებს. ინფორმაციას „ნიუპოსტი" ავრცელებს.

მისი თქმით, გარდაცვლილი მომღერლის მეუღლე მასთან ერთი წლის წინ იყო მისული და მუზეუმის გახსნას ითხოვდა.

„გარდაცვლილი მომღერლის მუზეუმის შექმნაზე იყო საუბარი. არ დამიბარებია, თვითონ მოვიდა და ვისაუბრეთ მუზეუმზე, რომლის შექმნაც უნდოდა მისი გარდაცვლილი მეუღლისათვის. თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო, გარდაცვლილი იყო თუ არა რა თქმა უნდა პროვოკაციაა და მიზანმიმართულად ცდილობენ დისკრიმინაციას, რომელზეც მე პასუხსაც არ გავცემ,"-განაცხადა გიორგი ჭირღვაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×