რეზონანსი
06.01.2019

 (რეზონანსი) 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ახალი წლის დღეებში ქიაჩელის ქუჩაზე დანით დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილის ახლობლები ინციდენტის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

„სასწაულები გააკეთეს ექიმებმა. გადაფატრული ბავშვი დააყენეს ფეხზე", - ამბობს დაზარალებულის ერთ-ერთი ახლობელი.

სამედიცინო დაწესებულება დაჭრილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×